გამყინვარების პერიოდი — დედამიწის გეოლოგიური ისტორიის ხანგრძლივი ეტაპი, რომლის ფარგლებში მრავალგზის ვითარდებოდა დროის ძალზე ცივი პერიოდები (გამყინვარება), რომელსაც თან სდევდა მსხვილი კონტინენტური გამყინვარება; ამ უკანასკნელს ენაცვლებოდა დროის ისეთი მონაკვეთები, სადაც ფიქსირდებოდა გამყინვარებათშორისი ეპოქები, რომელსაც მოჰყვა კონტინენტური გამყინვარების მნიშვნელოვანწილად გალღობა. ამ პერიოდს მყინვარული ეპოქა ეწოდება. მყინვარული ეპოქა არის დედამიწის ისტორიის დროის მონაკვეთი, როდესაც ჰავის საერთო შეფარდებითი აცივების ფონზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ძალზე ცივი, მყინვარული და შედარებით თბილი, გამყინვარებათშორისი დროის მონაკვეთები.       






მყინვარი — დედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ყინულის მასა, რომელიც სიმძიმის ძალის ზეგავლენით მოძრაობს. მყინვარი მიიღება იქ, სადაც თოვლი ბევრად მეტი მოდის, ვიდრე დნება. მაღალ განედებში მყინვარი ვაკეებზეც გვხვდება, დაბალ განედებში – მთებში. მყინვარის გადაადგილების სიჩქარე რამდენიმე სანტიმეტრიდან 200 მეტრამდე მერყეობს წელიწადში. სიჩქარე დამოკიდებულია მოსული თოვლის რაოდენობაზე, ფერდობის დახრილობასა და ზედაპირის აგებულებაზე 
არსებეობს მყინვარის შემდეგი სახეობები: ხმელეთის (ანტარქტიდა, გრენლანდია), შელფური და მთის. მსოფლიო მყინვარების საერთო ფართობი ხმელეთის ზედაპირის 11 %-ს შეადგენს.




მთა ტუპუნგატო ამერიკის ერთ-ერთი უმაღლესი მთაა, ის მდებარეობს არგენტინა-ჩილეს საზღვარზე, ჩილეს მეტროპოლიტენ რეგიონს შორის და არგენტინის პროვინცია მენდოზას შორის,  ჩილეს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს მდინარე მაიპოს აუზში, წყალგამყოფში, რომელიც ამარაგებს 6.7 მილიონ ადამიანს წელიწადში. დაახლოებით 1000 მყინვარმა რომლებიც მდებარეობენ მდინარე მაიპოს აუზის ზემო მწვერვალზე, დაკარგეს მოცულობის 20%.



ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული კლიმატის ცვლილება არის ტემპერატურისა და ამინდის გრძელვადიან ცვლა. ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი ფაქტორებიდან გამოწვეული, მაგრამ უკვე დიდი ხანია რომ კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევი მიზეზი ადამიანის საქმიანობაა, უპირველეს ყოვლისა კი რესურსების უგუნური გამოყენება, ასევე წიაღისეული საწვავის წვის გამო რომლის დროსაც უპრეცენდენტო რაოდენობის სათბურის აირების გამოიყოფა რომლის შედეგადაც ძლიერდება „სათბურის ეფექტი“ 
კლიმატის ცვლილება იწვევს ტემპერატურის გაზრდას, გვალვას, მყინვარების დადნობას წყლის დონის გაზრდას და ასე შემდეგ რის გამოც უამრავი სახელმწიფო საფრთხეშია.


                                                 

Comments