Posts

Image
 გამყინვარების პერიოდი — დედამიწის გეოლოგიური ისტორიის ხანგრძლივი ეტაპი, რომლის ფარგლებში მრავალგზის ვითარდებოდა დროის ძალზე ცივი პერიოდები (გამყინვარება), რომელსაც თან სდევდა მსხვილი კონტინენტური გამყინვარება; ამ უკანასკნელს ენაცვლებოდა დროის ისეთი მონაკვეთები, სადაც ფიქსირდებოდა გამყინვარებათშორისი ეპოქები, რომელსაც მოჰყვა კონტინენტური გამყინვარების მნიშვნელოვანწილად გალღობა. ამ პერიოდს მყინვარული ეპოქა ეწოდება. მყინვარული ეპოქა არის დედამიწის ისტორიის დროის მონაკვეთი, როდესაც ჰავის საერთო შეფარდებითი აცივების ფონზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ძალზე ცივი, მყინვარული და შედარებით თბილი, გამყინვარებათშორისი დროის მონაკვეთები.        მყინვარი — დედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ყინულის მასა, რომელიც სიმძიმის ძალის ზეგავლენით მოძრაობს. მყინვარი მიიღება იქ, სადაც თოვლი ბევრად მეტი მოდის, ვიდრე დნება. მაღალ განედებში მყინვარი ვაკეებზეც გვხვდება, დაბალ განედებში – მთებში. მყინვარის გადაადგილების სიჩქარე რამდენიმე სანტიმეტრიდან 200 მეტრამდე მერყეობს წელიწადში. სიჩქარ...